ბაბუა ორი წელი კანადაში ცხოვრობდა და იაპონური ფილმის ფილიალის დირექტორი იყო.

მას სხვა იაპონელებისგან განსხვავებით უყვარდა ხორცი. კი ტიპური ტაიშოს ადამიანი იყო. ტაიშო ეპოქა იაპონიის მოდანიზაციის დროს ყველაზე აყვავებული. მასთან ახალი და ძველი იაპონია ერთად არსებობდა. კარგად მახსოვს, როცა მის უფროს ძმასთან რომ ვიყავით ბაბუაჩემს სხვანაირი, მტკიცე განწყობა ჰქონდა. ბედნიერი ვარ, ძალიან ბევრი რამეს მოვასწარი მისგან რომ მესწავლა, გამეგო. ბაბუა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის ბოლომდე მხნედ იყო.

წარმოიდგინეთ, 40-50 სული კაცი ვიკრიბებით ერთად, გვაქვს ოჯახური ვახშამი. ეს დედის მხრიდან დიდი ბაბუის დამსახურებაა. ოჯახი ყველა იაპონელისთვის უმთავრესია.

სხვათაშორის, რესტორანში ეს თავაზიანი და ზრდილობიანი იაპონელები, ისე ვიქცევით როგორც თქვენ). ვხმაურობთ და თამადის ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ერთი კაცი თაობს ორგანიზებას სუფრისას.

ნატა:

ეს ალბათ საკეს (ბრინჯის ღვინის) ბრალია…

სან ჰირო:

კი, ასეა…

ნატა:

მღერით ალბათ თან?

სან ჰიროტაკე:

ისე ვერა, როგორც ქართველები მრავალხმიანობთ, მაგრამ კი გვაქვს ჩვენი ეროვნული ძველი სიმღერები. საერთოდ, იაპონელებს აქვთ ერთიანობის განცდა. ჩვენთან იქ სხვა, უცხო არ არსებობს.

ნატა:

ერთიანობა ქართველებსაც აქვთ, მრავალხმიანობას ვერ შევძლებდით სხვანაირად. კრიმანჭულს ვერ იმღერებ თუ გუნდში მომღერლებს ერთმანეთი არ უყვართ, ამან დროებით მიიძინა, მაგრამ გამოვაფხიზლოთ უნდა.

სან ჰირო:

ჩვენთანაც ახალგაზრდები ბრუნდებიან სოფლად, ტრადიციებისკენ..

ნატა:

აქვე, საუბარი რომ განვაგრძოთ რელიგიის თემაზე.

რელიგიაც ერის განვითარებაზე თავისას ამბობს.

საქართველოს მთიანეთს დღესაც აქვს შენარჩუნებული ძველი, წარმართული რწმენა-რიტუალები. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ფესვგადგმულია და სისხლში გამჯდარი ნებისმიერ ქართველში.

იაპონელების რელიგიურ გამოცდილებაზე რომ გვიამბოთ. ბუდიზმი, სინტოიზმი („ღმერთების გზა)….

თავად თქვენ რომელ რელიგიას ატარებთ?!

სან ჰიროტაკე:

მე ძენ-ბუდისტი ვარ.

იაპონიაში ისტორიულად ერთად არსებობდა, ესენი – ბუდას და შინტოს ტაძრები, განსაკუთრებით შუასაუკუნეებში. იქ დიდი სულიერი კერაა.

იაპონელებს უყვართ და პატივს სცემენ ტრადიციას, ასევე რწმენას. მათ სწამთ სიკეთის და სილამაზის, სიწმინდის. მათთვის ადამიანი უმაღლესი შემოქმედებაა ღმერთის და პატივს სცემენ სიცოცხლეს.

ახლა არიან ქრისტიანებიც. მოდანიზაციის პროცესში ძირითადად სამთავრობო ელიტაში ბევრიქრისტიანი იყო მიღებული. იაპონელების 1 პროცენტი ქრისტიანია.

ნატა:

სულების თაყვანისცემას ჩვენთან, სვანებთან განსაკუთრებული დღესასწაულით აღნიშნავენ, რომელსაც ქუნარეშს ეძახიან.

ქუნარეშ-ძველი სვანური ტრადიციაა და სულთა სტუმრობის კვირეულს ნიშნავს,რომელსაც ძველით ახალი წლის ხუთშაბათიდან მომდევნო ხუთშაბათამდე ყველა ოჯახი აღნიშნავს. სვანების რწმენით, ამ ერთი კვირის განმავლობაში მათი ოჯახის მიცვალებულთა სულები შინ, მათთან ერთად იმყოფებიან.

ჰიროტაკე მაედა:

კი, ასეა. ბევრი რამ არის მთის და ზღვის ხალხებისთვის დამახასიათებელი.

ჩვენთან, იაპონიაში წელიწადში ერთხელ აგვისტოში მთლიანი ოჯახი, გავდივართ წინაპრების საფლავებზე და ყვავილებს და ხილს ვჩუქნით. ასევე, გვაქვს ტრადიცია, მიცვალებულს ვუმასპინძლოთ. მისთვის გემრიელი კერძები გავაკეთოთ. ჩვენ  ამის გვჯერა და გვწამს, ერთიანობის.

ნატა:

საქართველოში არის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით ჰგავს იაპონიას. აღმოსავლეთში, კახეთში, სოფლების სახლები კრამიტით გადახურული, ხის აივნებით და კარალიოკის და ხურმის ხეები, კავკასიონის თოვლიანი მთებისა და  მდინარეების ფონზე, ძალიან ჩამოჰგავს იაპონურ სოფლებს. თქვენი პირადი დამოკიდებულება და გამოცდილება-დაკვირვება რომ გაგვიმხილოთ. სოფლად, პაპას სახლში უამრავი ლიტერატურა ჰქონდა იაპონელი მწერლების, საერთოდაც იაპონური მსოფლხედველობა და ფილოსოფია მისაღები იყო და ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნებაა ერთხელ მაინც ვნახო იაპონია საკუთარი თვალით.

იქ, ჩამოსულ სტუმარს პირველად რომელი ადგილის ნახვას ურჩევდით და აქვე, სან ჰიროტაკე, საქართველოში სტუმრად მყოფ იაპონელსაც სად ურჩევდეთ პირველად რომ წავიდეს და ნახოს?!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10