ჰიროტაკე:

სხვათა შორის, ღვინო და პოეზია შეგვიძლია დავაკავშიროთ. ჩვენთან ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო, ტოკიოში გაიხსნა ბევრი ღვინის მაღაზია.

ჩვენ გვაქვს ბრინჯის ღვინო საკე.  ჩვენთვის სწორედ ბრინჯი და მინდორია მთავარი. იქ დიდი ტრადიცია არსებობს საკეს მოყვანისა და დაყენების.

ნატა:

ვაზი არ ხარობს?

სან ჰირო:  

არა, ვაზი არა. თუმცა ასეთივე ტრადიციული და ძველია ბრინჯის მოყვანა, საკეს გამოხდა.

ჩემი საყვარელი მწერალი კიოკა იზუმის (1873-1939) ნაწარმოებში ბუნება, ტრადიცია, სილამაზე,- ბევრი ისეთი მოვლენებია, რაც ვაჟას და სხვა ქართველ მწერლებსაც ახასიათებთ.

ასეა. იაპონელები მთის ხალხია, ამიტომაც, ქართველების ხასიათი და ჩვენი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. არის ტრადიციული ხალხი ორივე, ორივეს ძალიან გვიყვარს წინაპრებისა და ისტორიის პატივისცემა. ვაჟა კი ძალიან მიყვარს. საიმედოა დროთა განმავლობაში ჩემს თარგმანს წარმოვადგენ. თუმცა ახლა ძალიან დაკავებული გახლავარ როგორც ისტორიკოსი და პროფესორი. მიხარია ჩემი ყოფილ სტუდენტი მუშაობს ვაჟაზე, ქართული მუსიკაზე, საქართველოს ისტორიაზე. ვასწავლიდი ბევრ ახალგაზრდებს იაპონიაში და გაიზრდება კიდევ. მე და ჩემი მეუღლე ძალიან შეყვარებულები ვართ თუშეთზე, ახლა ვგეგმავთ ფეხით ჭაუხებზე გადავიდეთ ცხენებით ხევსურეთიდან თუშეთისკენ, ოღონდ ორივე შვილი უნდა ჩამოვიყვანო და მაშინ. ძალიან პატარები იყვნენ ჩემი შვილები, როცა თუშეთი ვანახე, მაინც ერთად ვიყავით. გირევამდე. ისინიც საქართველოზე არიან შეყვარებულები. ულამაზესი ადგილები გაქვთ, სვანეთი, ჯავახეთი.. ბუნებას მოვლა სჭირდება, ეკოლოგიური საფრთხე მთელ მსოფლიოშია. ეს განსაკუთრებით ჩანს დიდ ქალაქებში. იაპონიაში ბავშვებს ვზრდით ბუნების სიყვარულით, ვასწავლით მოვლას, გაზრდას. იციან რომ არ უნდა ატკინო მცენარეს, არ უნდა მოტეხო ტოტი, არ უნდა დააზიანო მწვანე საფარი.

იაპონიაში სოფლის მეურნეობა უყვართ, თუმცა სოფლები იქაც დაცარიელდა, ახლა კი როგორც აქ, იქაც არის ტენდეცია, ახალგაზრდები ბრუნდებიან სოფლად, ეწევიან სოფლის მეურნეობას და აღადგენენ წინაპრების საქმეს.

ნატა:

დღეს ქართული პოეზია ბევრ ენაზე ითარგმნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, ალბათ, არის დრო იაპონურად და პირიქით, ქართულად ითარგმნოს თანამედროვე ქართულ-იაპონური პოეზია, თქვენ რა გადაკვეთის ან განსხვავებულების ნიშნებს ხედავთ მათში?!

თუ დაგვისახელებთ იაპონელ თანამედროვე პოეტებს, რაზე წერენ ისინი და რა თემებია მათთვის აქტუალური?!  

იაპონური ლიტერატურა კობო აბე, ჰარუკი მურაკამი, აკუტაგავა, მისიმა ჩვენთან აქტიურად ითარგმნება და პოპულარულობითაც სარგებლობენ ეს ავტორები.  იაპონელი ხალხის საყვარელი მწერალი ვინ არის?! ვინ სარგებლობს თქვენთან განსაკუთრებული სიყვარულით?!

და რამდენად ეთანხმებით ამ აზრს: „იაპონურ ლიტერატურას თითქმის 20 საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ნაწარმოებები  ჩინური ლიტერატურის ძლიერ გავლენას განიცდის, მაგრამ იაპონიის იზოლირების პოლიტიკამ საკუთრივ იაპონური ლიტერატურული ფორმების განვითარება გამოიწვია.

იაპონური ლიტერატურის ძირითადი მახასიათებლები არის ერთგვარი გამიჯვნის, იზოლირების გრძნობა და ხშირ შემთხვევაში მთავარი პერსონაჟი მიზანს ვერ აღწევს.“

„ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი სამაგიდო და საკულტო წიგნია. რუსთაველის ეს პოემა ხელიხელსაგოგმანებია და მთელ მსოფლიოში ქართველები ვასოცირდებით კოლხეთის აიეტის მედეას და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სახელთან.

რუსთაველი სუფიურ და ძველ აღმოსავლურ პოეზიის დიდ ცოდნას გვიმხელს პოემაში. მას ჩინური ლექსიც კი აქვს ნახსენები.. მაგრამ იაპონურ პოეზიის შესახებ ცნობები არ არის.

იაპონიის ისტორიაზე და ლიტერატურაზე რომ მოგვითხროთ.

ჰიროტაკე მაედას ბიოგრაფია

2008 წელს ქართულად დაიბეჭდა მისი წიგნი „ქართველები სეფიანთა ირანში“, 2018 წელს თეირანში კი სპარსულად დაიბეჭდა ოთხი ქართველი საგვარეულოს ისტორია ირანის ისტორიაში.

იაპონიაში კითხულობს ლექციებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გარდა შრომებისა ისტორიის შესახებ, აქვს საქართველოს კულტურაზე ბევრი ნაშრომი, საჟურნალო სტატია, გალაკტიონ ტაბიძის მთვარის ნაამბობიდან.  იაპონურად თარგმნილი – კომენტარით ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“. მცხეთაზე, სვანეთზე გადაცემაში სამეცნიერო კონსულტატი, ანსამბლ „რუსთავის“, ნინო ანანიაშვილის კონცერტის ბუკლეტის თარგმნა და ა.შ. მისი ოცნებაა „ვეფხისტყაოსანის“ ქართულიდან პირველი თარგმანი იაპონურად მალე გამოიცეს წიგნად, მისი მოვალეობაც არის ამისი გაკეთება როგორც ისტორიკოსის, აღმოსავლეთმცოდნეს, ქართველოლოგის, ირანისტის.

საქართველოს თითქმის ყოველი კუთხე მოიარა, და მოგზაურობს, თუშეთში ნამყოფია ოჯახით, სვანეთში, ფშავში, ჯავახეთში, კახეთი ალბათ 30-ჯერ, ან უფრო მეტჯერ აქვს ნანახი და ა.შ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10