სან ჰიროტაკე:
საქართველოში არის რამდენიმეასეთი ადგილები, მაგალითად ვარძია, დავით გარეჯი, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო ეს არის თუშეთი, იმიტომ, რომ თუში ძმაკაცი მყავს, როგორც ჩემი საკუთარი ოჯახი, ისეა ჩემთვის მისი სახლი და სახლეული, ხოლო იაპონიაში აი, სწორედ ის ადგილი, სადაც ბუდისტები და სინტოისტები იკრიბებიან. ქალაქიც, სოფელიც….
ნატა:
სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ, რომლებიც საქართველოს უკავშირდება. (ან ბიზნესი, ან სხვა)
ბიოგრაფიული გადახვევა:
გარდა საქართველოსი, ირანის ფერეიდანში 3-ჯერ ჩაატარა სამეცნიერო ექსპედიცია, 2-ჯერ ნამყოფია ტაო-კლარჯეთში, ასევე საინგილოში, 2015 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) გაიმართა მისი ფოტო გამოფენა ქართველების ისტორიულ კვალზე, საქართველოს სხვა და სხვა კუთხის ისტორიული ძეგლები, ფერეიდანის, ტაო-კლარჯეთის, საინგილოსი.
შარშან ათონის წმინდა მთაზე ქართული ძეგლების განძზე იმუშავა ბატონი ოქროპირ ჯიქურისთან ერთად ამჟამად საქართველოს ეროვნული არქივში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციისთვის ჩამოვიდა, სწორედ ათონის წმინდა მთის შესახებ აქვს მოხსენება – ათონის მთაზე ახლად აღმოჩენილი ქართული განძის შესახებ.
მრავალი მისის სტატია დაიბეჭდა ლონდონში, პარიზში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, და სხვა, წაიკითხა მოხსენება საქართველოს ისტორიის შესახებ ბევრ ევროპულ ქვეყნებში.
სან ჰიროტაკე:
და კიდევ, ვმუშაობ გიორგი სააკაძის მეცნიერულ კვლევაზე. ძალიან რთული პიროვნებაა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძნელი დრო იყო ქართველებისთვის, ოსმალეთსა და ირანს, აღმოსავლეთის ამ ორ ძლიერ იმპერიას შორის ისტორიულ ეპოქაში თანაარსებობა და მოგვიანებით მათ დაემატა რუსეთი. გიორგი სააკაძემ თავისი ეპოქა თავისსავე ტვინს დაუმორჩილა. თქვენ კიდევ კარგად გადარჩით.
2000 წელს პირველად ვიმუშავე, როგორც ქართველოლოგ-ირანისტმა ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში დაცულ უნიკალურ ხელნაწერზე, სადაც ცნობებია გიორგი სააკაძეზე, მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. კარგა ხანია, რაც ამ უცნობ სპარსულ ხელნაწერზე ვმუშაობ. ამასთან დაკავშირებით თბილისში რამდენჯერმე მოხსენებით გამოვედი. ასე ვთქვათ, ქეთევან დედოფლის ადრინდელ ცხოვრებაზე დაწერილი ერთადერთი სპარსული წყაროა. მისი ავტორი ალბათ ახლოს და კარგად იცნობდა გიორგი სააკაძეს. სამუშაოს დამთავრება იმიტომ მაგვიანდება, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ საშუალება რომ იქნება, რამდენიმე წელიწადში უნდა გამოიცეს. საბედნიეროდ, ჩემი პროფესიული საქმიანობა და შედეგები საზღვარგარეთაც აღიარეს. მიჩიგანის უნივერსიტეტში (2008 წელს), სტერფორდის უნივერსიტეტში (2011 წელს) და იელის უნივერსიტეტში (2014 წელს) მიწვევით ვიყავი და წავიკითხე მოხსენება.
ჩემი ოცნებაა და მისიაც კი, როგორც გითხარით, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ იაპონურ ენაზე ამეტყველება.
ნატა:
დიდი მადლობა და არ გემშვიდობებით, გელოდებით თუშეთში იაპონურ ენაზე თარგმნილ და გამოცემულ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად.
მინაწერი: და ძვირფასო მეგობრებო დაიმახსოვრეთ, რომ ჰიროტაკე მაედას, უკიდურეს გაჭირვებულ მდგომარეობად მიაჩნია შიმშილი, ცხოვრება სურს იაპონიაში, მისი საყვარელი მხატვარია ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, ქალსა და მამაკაცში აფასებს სერიოზულობას და პოზიტიურობას, და ყველაზე მეტად ისტორიული პერსონაჟებიდან მეცამეტე საუკუნის სამურაი იოსიცუნე უყვარს, და როცა ადამიანი დადებითად არის განწყობილი ყველასა და ყველაფრის მიმართ სწორედ ეს მიაჩნია ყველაზე უფრო მომხიბვლელ ადამიანურ სათნოებად –
სან ჰირო, უნდა მაპატიოთ, ჩემს ბიჭს, მარსელ პრუსტს ვერ ვუღალატებდი.
[前田1] ბატონო უფრო ნატურალურია? (ჰიროტაკე)
