ჰიროტაკე მაედა
ჰიროტაკე მაედა
ჰიროტაკე მაედა (1971)  – ტოკიოს მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტის ასოცირებული სრული პროფესორი, იაპონელი ისტორიკოსი, ირანისტი, კვაკასიოლოგი, ქართველოლოგი. საქართველოთი ბავშვობიდან დაინტერესდა, ცნობილი იაპონური გადაცემა იყო „აბრეშუმის გზა“ (The Silk Route),  ძველი ტრადიციული ქვეყნებით დაინტერესებულთათვის და იქედან შეიტყო ამ ულამაზესი ქვეყნის არსებობის შესახებ. 1990 წლების დასაწყისში ქართული და კავკასიური ფილმების ფესტივალიდან ბევრად მეტი გაიგო საქართველოსა და კავკასიის შესახებ, კერძოდ კი თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“,„ნატვრის ხე“, შენგელაიების „ფიროსმანი“, „ცისფერი მთები“, იოსელიანის „იყო შაშ...

ჰიროტაკე მაედა (1971)  – ტოკიოს მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტის ასოცირებული სრული პროფესორი, იაპონელი ისტორიკოსი, ირანისტი, კვაკასიოლოგი, ქართველოლოგი.

საქართველოთი ბავშვობიდან დაინტერესდა, ცნობილი იაპონური გადაცემა იყო „აბრეშუმის გზა“ (The Silk Route),  ძველი ტრადიციული ქვეყნებით დაინტერესებულთათვის და იქედან შეიტყო ამ ულამაზესი ქვეყნის არსებობის შესახებ.

1990 წლების დასაწყისში ქართული და კავკასიური ფილმების ფესტივალიდან ბევრად მეტი გაიგო საქართველოსა და კავკასიის შესახებ, კერძოდ კი თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“,„ნატვრის ხე“, შენგელაიების „ფიროსმანი“, „ცისფერი მთები“, იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელი“, ფარაჯანოვის „საიათნოვა“.

საქართველო მისთვის გახდა ძალიან ლამაზი ლოკაცია, სრულიად უცნობი იაპონიისთვის.

პროფესიით ახლო აღმოსავლეთმცოდნეა, ეს  დარგი განვითარებულია იაპონიაში. სერიოზული  მუშაობა დაიწყო ქართველებისა და კავკასიელების  ისტორიული მოღვაწეობის შესასწავლად ახლო აღმოსავლეთში, ასევე საქართველოსა და კავკასიის ისტორიაზე მუშაობას შეუდგა.

1995 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, 2006 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი (ტოკიოს უნივერსიტეტი).

1995 წელს სექტემბერში პირველად ჩამოვიდა საქართველოში, სამ თვეში ელემენტარული ქართული შეისწავლა, ჰიროტაკე მაედას მასწავლებელი იყო პოეტი, ქალბატონი ნინო დარბაისელი, ერთად კითხლობდნენ გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს.

მას შემდეგ, საქართველოში 1998 წელს იმყოფებოდა, მერე  ჩამოვიდა 1999-2001 წლებში, ამის შემდეგ კი ყოველ წელიწადში სამ-ოთხჯერ ჩამოდის საქართველოში.

მეტი მაჩვენე ნაკლები