ქართული ჭიდაობა ქართველებისთვის საყვარელი სპორტია, დიდი ისტორია აქვს და მრავალი თაობაა გაზრდილი. სავარაუდოდ, ასევე იქნება იაპონელი ბავშვებისთვისაც ძიუდო.

აპრილში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თაოსნობით დაარსდა ჟურნალი „ძიუდო +“-ს, სპორტსა და ლიტერატურაზე, ფილოსოფიასა და განათლებაზე, ჟურნალი, რომლის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა, დიდი მოწონებითა და აღიარებით სარგებლობს. ქართველი მწერლების რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები და ესსე გამოქვეყნდა და იმედი მაქვს ეს ჟურნალი, რომელიც თქვენ მინდა გაჩუქოთ, იმედია ამომავალი მზის ქვეყანაშიც მოეწონებათ. ასევე ერთ ეგზემპლარს ჩვენ საამაყო სუმოისტს ლევან გორგაძეს გვსურს აჩუქოთ, ტოჩის ქართველი გულშემატკივრებისგან, შემდეგ ნომერში ინტერვიუ სწორედ ლევანთან გვქონდა დაგეგმილი.

სან ჰირო:

დიდი მადლობა, მართლაც შთამბეჭდავი და სასიხარულოა. ვიცნობ ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე). მისი ქორწილში ერთ-ერთი მთავარ მაგიდასთან ვიჯექი ჩვენი ყოფილ პრემიერ მინისტრთან და სხვა ცნობილი პირებთან ერთად. ძალიან მიხარია და პატივს ვცემ მას მისსავე მოღვაწეობისა და პროფესიიდან გამომდინარე. ჟურნალს რაც შეეხება,  იაპონურადაც რომ აწერია ჯუდო-ძიუდო, ძალიან მახარებს. მე ტოკიოში ვახერხებ ვნახო ლევანი, დიდი ადამიანი ტოჩინოშინი. ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და დიდ პატივისცემას იმსახურებს იაპონიაშიც. ასევე ვეხმარები ქართველ მეღვინეებს, ქართული ღვინო იაპონელების საყვარელი სასმელია.

ძიუდო ჩვენთან სკოლაში ისწავლებოდა და მეც ვსწავლობდი, მეზობელი მყავს ძიუდოისტი და დიდ მიღწევებსაც ახერხებს ამ სპორტში.

ქართველების ძიუდო მსოფლიოში დიდ პატივისცემას იმსახურებს, რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის და ხელმძღვანელობის დამსახურებაცაა და ძიუდოისტების ნაკრებისაც. აქ, არ შეიძლება წარმატების გაყოფაზე საუბარი. წარმატება ქვეყნისაა.

მე, პირადად სხვა და სხვა სპორტი უფრო მიყვარს. მათ შორს ბეისბოლი, როგორც თანამედროვე, თან ის მაინც ამერიკული ბეისბოლისგან განსხვავდება, ისე, ჩვენ როგორც ანბანი, რომელიც მართალია ჩინეთიდან შემოვიდა, მაგრამ ჩვენი გავხადეთ, ასევე ბეისბოლიც, გადავაკეთეთ, მოვირგეთ, იაპონური გავხადეთ. ჩვენი ცნობილი ბეისბოლისტი ნამდვილი ხმლით სახლში ვარჯიშობდა, თუკი უკეთესად ჯოხით ითამაშოთ, ეს არა მარტო ტექნიკაა, არამედ სულიერი ამბებია რომ იმუშავა და გახდა უცნობილესი ბეისბოლისტი. როგორც მანქანებისა და ტექნიკის განვითარება, ჩვენთან მსგავსი ამბებია.

ნატა:

მადლობა.

ხევსურებს, ჩვენს ამაყ მთიელებს აქვთ ასეთი ისტორია, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ანექსირებული ჰქონდა რუსებს და რუსის ჯარში იძულებით მსახურობდნენ, ხევსური ლიქოკელი მოხვდა იაპონიაში – მისმა თავგანწირულმა ბრძოლამ გააკვირვა იაპონელი მეომრები.  

„იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ხარაგუჩი თავის მემუარებში წერს: “შენობის ბოლო სართულზე ჩემი მეომრები მტრის მეომრებს წააწყდნენ და დაიწყო ბრძოლა. მე ჩემს თავს პროფესიონალ მოფარიკავედ ვთვლი და ორთაბრძოლის უამრავ სტილს ვფლობ, მაგრამ ის ილეთები რომლებსაც მტრის მებრძოლები იყენებდნენ არასოდეს მინახავს. ისინი იბრძოდნენ მშვიდად, ყურადღებით აკვირდებოდნენ მტრის მოძრაობებს და ერთ შანსსაც კი არ უშვებდნენ სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ მოწინააღმდეგისათვის. ისინი ნამდვილი მებრძოლები იყვნენ. ეხლა როცა ამ სტრიქონებს ვწერ ძალიან განვიცდი რომ ჩვენ შევხვდით როგორც მტრები და არა როგორც მეგობრები. შემდგომში მე გავიგე რომ ეს განსაცვიფრებელი მებრძოლები კავკასიიდან იყვნენ.” მაშინდელ რუსულ პრესაში ეს ამბავი სხვანაირად იყო აღწერილი. გაზეთები წერდნენ რომ რუსებმა (ხევსურებმა) სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს სამურაები და მოხსენიებულია ვინმე ლიქოკელი რომელმაც სამურაების ოცეული მარტომ გაანადგურა, იაპონელი პოლკოვნიკი კი წერს რომ ისინი ოთხნი იყვნენ, სამი მათგანი დაიღუპა, ხოლო მეოთხე დაჭრილი ჩაიგდეს ტყვედ. ის სამი მოკლული ყველა სამხედრო პატივის მიგებით დაკრძალეს ქალაქ კორსაკოვოში, ხოლო ტყვე დაჭრილ ხევსურს, ბეჟიტა ყურაულს, უმკურნალეს და ტყვე იაპონელში გაცვალეს.ყურაული შემდეგ 1937 წელს დააპატიმრეს და მისი კვალი გაქრა.“ (ქართული ვიკიპედია)

გსმენიათ ამ ისტორიის შესახებ?!

სან ჰირო:

დიახ. კარგა ხანია ვიცი ეს ამბები და ძალიან მაინტერესებს. მგონი ჯერჯერობით ეს არსად არ ფიქსირდება.  იაპონელებისთვის არ არის ცნობილი. საინტერესოა პოლკოვნიკის სახელი, ეტყობა არ წერია სწორად. ჰარაგუჩი და ნაკამურა ორივე იაპონურად გვარია. ასე, რომ წყაროზე სწავლა საჭიროა,  დავინტერესდი და მოვიძიებ.

ნატა:

ჩვენ რუსეთი ძალიან ბევრ რამეს გვაბრალებდა. არ არის გამორიცხული, ხევსურების სახელი  გამოიყენეს, რომ ვითომ რუსები მამაცობდნენ და იაპონელებს აჯობეს. ხევსურები სხვა მოვლენაა კავკასიაში. ამას მართლაც ჩაიდენდნენ, თუმცა რუსებს არ გაახარებდნენ…

რუსეთი დღესაც ოკუპანტია. მან, იცით, რომ 1800 წლებიდან, გეორკიევსკის ტრაქტატის დამახინჯებით, სათავისოდ გამოყენებით, თავის გუბერნიად გამოგვაცხადა და დღესაც აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების გუბერნიებად ჩაყლაპვას.

სან ჰირო, მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე, ამერიკასთან გქონდათ შეურიგებელი ომი, ჰიროსიმა და ატომური ბომბები, მაგრამ ახლა დაალაგეთ ურთიერთობა, როგორ მოახერხა ეს მამაცმა იაპონელმა ხალხმა?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10