ლაბირინთში დაკარგული

 

სასაცილოა
გეშინოდეს ქარიშხლის, რომელმაც უკვე გაიარა,
ფსკერის ბნელ ღრმულში ჩაეშვა და ღრმად მიიძინა.
ურემი უკვე გადაბრუნდა – შენც დაიძინე.
სიზმარში ვინ დარჩენილა მარტო?
ტყეში შესვლამდე, ხეზე ნაჭდევი ვის დაუსვამს.
ამბობენ,
მათ ვეღარ პოულობენ, ვინც ფეხსაცმლით შევიდა წყალში.
ზღვა რომ დააშრო ნავებს იპოვი მხოლოდ.
ნავებს – ტალახში ჩაყინულებს.
ცაზე ვარსკვლავები გადათვალე და დაიძინე.
სიზმარში ვინ დარჩენილა მარტო,
მდინარეს ვინ წაუღია, სარკეს ვინ ჩაუყლაპავს
ან გაგუდვისას დაყვირება ვინ მოასწრო?
ასეთს არავის ვიცნობთ, მათგან არაფერი გვსმენია.
როგორც ლაბირინთში დაკარგულის ხმა –
უტყვი, უპასუხო ექო.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10