***

 

ჯიბეს ქვიშით რომ ამოივსებ,
პირში წყალს რომ ჩაიგუბებ
და გამხდარ ხელებს მკერდზე შემოიწყობ,
საით წახვალ,
მარჯვნივ თუ მარცხნივ?!
შენგან თუ ჩემგან.
რომელ მხარეს? –
სულ ერთია.
იმ კაცის უკან, ვინც არ იცის საით წავიდეს,

დიდი ხევია და იგი იცდის,
რომ სველ ფილტვებში გაწოლილი მძიმე სიჩუმე,
დაცალოს.
შენ რა – ჯიბეები ქვიშით ამოგივსია,
პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული
და ხელებიც არხეინად გიწყვია მკერდზე.
სულ ერთია საით წახვალ,
მარჯვნივ თუ მარცხნივ,
შენგან თუ ჩემგან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10