***

 

გამჭვირვალე ვარ და უხილავი

ჩემი სახე ჯერ არავის თვალებში არ არეკლილა

ეს სულაც არ მწყინს

მე შემიძლია დავივიწყო ყველა ყველა შეგრძნება

რომელიც ტკივილის ბინდმა მოიცვა.

მზად ვარ წავიდე

ვიდრე ღიაა კარი

და ჯერ კიდევ შემიძლია გზის გაგნება

მომაკვდავი ხეების რიგში

გამჭვირვალე და უხილავი ვარ

ორსულ ხეებს ვეფერები და წყალი მიყვარს

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10