***

 

უნდა გახვიდე ღია ზღვაში

ნებისმიერ უეპითეტო ღამით,

მაგრამ უნდა წვიმდეს,

რომ ქვების ქვეშ გადნეს წერილი,

სადაც არ გეძებთ და ვიცით,

რომ ძლიერ გიყვარვართ.

მაგრამ იცოდე –
ფსკერისაკენ ღიმილით წასვლას

აქვს მეტისმეტად პოეტური გამონაგონი

და ვინც მიდიან ფერს კარგავენ,

სახე უქრებათ და სასაცილოდ იბერებიან.

ისიც გახსოვდეს –
როცა აიქნევ ხელს ფსკერგაცლილი,

მაშინ მოკვდები

და ნაპირზე მკვდარი გამოხვალ.

ხოლო, სიცოცხლე დაგიტოვებს მკლავებზე თეთრ კვალს,

ვიდრე სახლამდე მიათრევ და გადაფენ სხეულს,

მორყეულ სკამზე.

 

აქ უცნაური ღამეები აწევს კორპუსებს

და მეჩვენება რომ ხანდახან იზნიქებიან,

როგორც ატმები მსხმოიარე მწიფე ნაყოფით

და ატმის სუნს ვგრძნობ.

მზად ხარ გახვიდე ღია ზღვაში

მძიმე და მშვიდი,

დამახინჯების არ გეშინია?!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10