***

 

იცი რა კარგი ლექსი არ დავწერე,
როცა გზაზე კატამ გადამირბინა?
ის იყო თეთრი, შავი კოპლებით
და უეცრად მომეჩვენა,
რომ მხოლოდ კატების თვალებია სავსე.
მე კი თვალებში მზე მანათებდა
და ვიხსენებდი ხელისგულებს,
გზაგასაყარზე გასულ კაცს რომ ეშველებოდა
გზის გარჩევაში,
მზის მწველ სხივებში
მტვრინი სიოს უჩინარ ფარდაში
და როგორც იქნა გავიხსენე
ჩემი ხელები –
ჰორიზონტზე დაწყობილი
წითელი ღრუბლები.
მათ აღარ ჰყავდათ აღარავინ,
ვის გამოც
მზის რამდენიმე ისარს მოწყვეტდნენ
და ჯიბეებში არხეინად შეიბუდებდნენ.
და როცა სანახევროდ გავლილ გზაზე
კატამ გადამირბინა,
ვიგრძენი, რომ ხელები
ჭუჭყიანი შავი ფრჩხილებით,
მოქმედებდნენ ავტომატურად
და საამბობი არაფერი არ იყო მათზე.

 

დარჩენილ გზაზე ვღიღინებდი
ძველ მელოდიას ერთი ფილმიდან,
რომელსაც ისე ბანალური დასასრული აქვს,
რომ ბავშვობაში სამჯერ ვუყურე
და სამჯერვე ჩამიწყდა გული.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10