***

 

ინათა თუ არა
ყველა სიტყვამ, რაც მოვაგროვე,
აიდგა ფეხი.
და თანწყობილი ნაბიჯებით,
ძლივსშესამჩნევი ფორიაქით,
უცნობი შიშით,
ყველა სიტყვა გავიდა კარით,
რომლის იქით ანუ კარს მიღმა,
უზარმაზარ წარმოებებში
აცხობენ პურებს
და მეეზოვის ფურთხის გუბეს
შესეული ჭიანჭველები
იკლავენ წყურვილს.

მე ერთადერთი თავსატეხი უნდა ამოვხსნა –
რა ემართებათ იმ ზმანებებს,
რომლებიც უკვე რახანია არ მესიზმრება.

და ჩავაქრო ბრა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10