ქალი ვიოლანჩელოს ეყუდებოდა

ქალი ვიოლანჩელოს ეყუდებოდა

თეთრი ხელებით.

დარბაზს წრიული,

სუსტი შუქი ანათებდა.

ტოპოგრაფიულ რუკას ჰგავდა ქალის სახე,

თითქოს მის ტუჩებზე დავიბადე,

დიდხანს ვცხოვრობდი ცხვირის ნესტოებთან

და ბოლოს შუბლის ნაოჭებში დამასაფლავეს.

 

ვიოლანჩელო ედგა შუაში,

წითლი „დირკა“

მაჯერებდა არსებობის უსისხლოებას.

დარბაზში მთვლემარე მამონტებს თვლემდათ

და სიყვარული თვლემდა სევდაში.*

არ მავიწყდება, და კანიც იწვის,

თუ როგორ ანათებდა მზე ანაკლიაში.

მკვდარი დელფინი

ზღვის ქაფსა და მშრალი ქვიშის საზღვარზე

ჰიპოტენუზასავით მწოლიარე,

რომელსაც  75 კგ  ჰქონდა წონა,

როგორც ტოლიკიმ თქვა.

 

ქალი რომელიც ვიოლანჩელოს ეყუდებოდა,

ვერ ვხვდებოდი ისე უცებ მიყვარდებოდა.

 


*ირაკლი ჩარკვიანი – ქაღალდის ნავი

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10