*  *  *

სიწითლით სავსე ღმერთების ცეკვა.

ცხელი, ცხელი პატარა მზე,

ჩამხრჩვალი ჭიქაში,

მცურავი მოსარკულ სიმხურვალეში,

მეც ვცეკავ მათსავით.

წითლი დისკო,

კერტებზე გამოვიდა ცხელი მზე.

განვაგრძობ თამაშს ბავშვის თვითმფრინავით,

მგზავრთა სფინქტერებს ვაკვირდები

ტურბულენტურ ზონაში ყოფნისას

და ჩამავალ მზეს ვადებ უკანალზე.

ჩემი პოეზია ავია-კომპანიაა

შიზოფრენიკთა, ნარკომანთა, სექს-მუშაკთა

და სამარადისოდ მიტოვებუთა სულების გადასაყვანად.

მირჩევნია მათთან ფრენა,

მორისონივით მე არ დავწვები პერლაშეზაზე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10