*  *  *

ორი ტოლობა დასვი!

მიიღე მეცნიერება ჯარისკაცული სიბრიყვის,

სევდა მფრინავ სუიციდელთა

და სიზმრები ეულად მწოლიარეთი,

იმ ფანჯრის წინაშე,

სადაც გამოსამშვიდებელი სიტყვა წარმოითქვა.

ინტერიერი პროფილაქტიკური სატახტეთია,

ღია განზრახვების,

თუ მალული კონდენსატორული ამოსუნთქვების.

თანამედროვე ხელოვნებაში მნიშვნელობა არ აქვს

რას გვთავაზობს ავტორი.

ხდება ჩამოთვლა,

წკირზე წამოცმული ჩემი ტორსი,

ყვითლი-მოჩვენება ციროზი,

ძუძუებიანი მანქანა დიაზეპამი,

დუჟი და დორბლი.

საკმეველიანი აფთიაქის ფარმაცევტი,

უბიუსტჰალტერო,

მწამებლური კონკრეტიკით გაერთიანებული,

მოცემულ დროში აგდებს ენას,

უშვერს მწუხარე სახეს,

პირდაპირ სივრციდან მიმღები სითხის,

წერტილებით, საკუთარი პიგმენტური ლაქებით

და სიკვდილით, რომელიც თქვენთვის

სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობაა.

ჯვრიდან მარცხნივ სიარული,

გორკის ქუჩაზე, ვაგზალზე,

უცხოებში,

შენთვის კი ნაცნობ ადამიანებში.

დალევა, ჰეგემონიური ნარკომანია,

ვურეკავდით მშობლებს და ბარიგებს,

ძველ მეგობრებს, გარდაცვლილ მასწავლებლებს,

თითქოს ამ ყოველივეს შესახებ არაფერი ვიცოდით,

როდესაც შევხვდით.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10