ბებერი ემბრიონები

ავადმყოფური ხასიათი.

ფარების ხმა. რკინის ძალა.

გუშინ იატაკზე ზურგით ვიწექი.

მრგვალი სანათის თავით ცხელია ღამე,

უქარო და უიმედო.

საგიჟეთში არ ვარ,

მაგრამ გიჟებთან ვცხოვრობ.

ამინდის ცვალებადობად დარჩენილი

ორი უხმარი განდონი.

ლიტერატორი.

სიგარეტის გაძვირებასთან ამოზნექილი,

მობიბინე მთათა ველები.

-ნუ ნერვიულობ!

ანოტაცია.

ტკივილი მუცელში.

პარტიზანული გამოხტომები.

მაიმუნის პროფილი.

ჟანგის შეჭმული ჩარჩო.

აეროპორტი.

როცა თვალებს ვხუჭავ კოსმოსში ვარ,

დეჟევუსავით მეორდება სიმღერის ტექსტი.

ჭერიდან წვეთავს ცილა,

იოლი გზა.

სახლის სურნელი.

ყველა ომს თავისი გმირი ჰყავს,

მაგრამ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.

ვუყურებ როგორ თამაშობენ მშიერი კნუტები.

სხვისი ინსტრუმენტი კუთხეში დევს,

ზეინკალების ჩასახვა,

აყვავებული სამყარო

და ავტოპორტრეტული კონსერვატიზმი.

ფარდების ქვემოთ მძინავს.

დროდან ამოდის, როგორც ქალღმერთი,

რაღაც ავადმყოფური ხასიათი,

ფარების ხმა, რკინის ძალა,

ყვავილები, ორი სინათლე,

აფიშა გუშინ: ველოდებით წვიმას.

ის მოხდა.

ბუზებს ძინავთ ჩემგან განსხვავებით.

განმეორდება ერთ დღესაც შენი სიკვდილი.

შესთხოვე ფული დედას და მამას,

ნდობა და მწვავე ღამე,

რომ არ მოესწრო მეტჯერ

საკუთარ გამოძრომას

დაობებულ ონტოლოგიურ საშვილოსნოდან.

ამ ღამით, როცა ოთხი გახდება

სამალავიდან გამოვლენ ტარაკანები.

ეს ნანატრი წამია,

გამოეხმაურე იდუმალ სოციოლოგიას,

იყავი ხალხთან.

ხის გადაჭრილი კუნძები,

პლანტაციათა ნაირსახეობა აგირევს თვალს.

დრო არსად მიდის,

ნუ იჭრი თმას.

ყველა ომს თავისი გმირი ჰყავს,

ზოგი შენს გამო სახეს ისერავს,

ზოგი ბოქვენზე შენს პორტრეტს ისვირინგებს,

ზოგი სახლთან გისაფრთდება

და ჩუმად გკოცნის.

ჩვენ არ ვარსებობთ.

წერა ემბრიონებს აბერებს.

ნარკოტიკული თრობის საამქრო,

-კიდევ დავიმატებ!

სახლი არ გაქვს,

მაგრამ სადღაც მაინც გელიან.

დასასრულს მოჰყავს თეთრი სინათლე

და კვლავ იზრდება შიზოფრენია.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10