უკანასკნელი ნარჩენი

უკიდეგანო სიხშირე სიგნალების

და უწონადო,

ძეხვისებრი განავალი ღია კოსმოსში.

მას დაჰყვება ადამიანური ჭინთვა და სუნი,

აღნაგობა კუჭ-ნაწლავის პროფილურობის.

სადღაც უკიდეგანო სიხშირეა,

ვეღარ გირეკავ.

ვუსმენ შიშინს

და ფეკალიის წკლაპუნს უნიტაზის ღრიჭოში.

ესთეტიკის ბაროკო,

„ღიაა დახურული.“

პირველადი შოკით მიღებული ტრამვაა,

სიყვარულის,

სიკვდილის საბოლოო ვარიაცია,

ტრიალი წრეზე

და დაბრუნებისას შემოსმენილი

არეული შენი ქვითინი ბავშვის ტირილის ხმაში,

რომელსაც საშოში იტენიდი.

ღიაა დახურული ფანჯარა,

გავყურებ, მზისგულზე მოსეირნე

შიზოფრენიასა და ბუასილს.

სადღაც ზემოთ და წარმოუდგენელ არყოფნაში კი

სივრცეს კვეთს ექსკრემენტი,

კაცობრიობის არსებობის დამადასტურებელი

უკანასკნელი ნარჩენი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10