*  *  *

სიტყვებს ვწერ იმისათვის, რომ წარმოვთქვა.

წარმოვთქვამ, რათა

ჯოჯოხეთის ვალდებულებას ავარიდო თავი.

არსებობიდან თავშკავების,

ერთმანეთთან მუდამ მოტყუებულნი.

სიცრუე ერთადერთი გზაა ბედნიერებისათვის,

ჯოჯოხეთიდან თავის დასაღწევად.

ჩვენ ვერ გვიშველის სიმართლის ძებნა,

ტაქტიანობა, კეთილშობილური მანერები

და ა.შ.

იმ დღესაც, სახლში დაბრუნებულს,

სადარბაზოს კედელზე იგივე წარწერა ვნახე:

HELL.

ეძებე ბედნიერება

და მნიშვნელობა არ აქვს სად იპოვი მას,

ნუ გეშინია ჯოჯოხეთის,

რა თქმა უნდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

და ის არსებობს,

არა იქ, სადმე მიწისქვეშეთში,

არამედ ჩვენში.

მადლობა პრეზიდენტს,

სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს,

(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მადლობა დედა და მამა,

მადლობა ძმებო, შვილო, მეგობრებო,

ძვირფასო მეუღლევ,

ავტობუსის მძღოლებო, მასწავლებლებო,

სიგარეტის, ყვავილების გამყიდველნო,

მადლობა!

თქვენ რომ არა, ვერასოდეს გავხდებოდი

ასეთი მართალი საკუთარ თავთან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10