*  *  *

ცრემლი წამოვა, იცვლება სუნთქვის არსი,

ღრუბელს აქციეს ზურგი, გაიქცნენ ავდარნი.

მოწყენილი ქალიშვილების ვალსი,

კავალერები თამბაქოს კვამლში დამდგარან.

 

ძველი ბილბოი მძიმე ჩემოდნებს მოდენის,

მისი ერთგული, მხლებელი მარტოობა.

სამკერდე ნიშნად  ვადაგასული მოდერნი,

როგორც ყოველდღიური მარტოობა.

 

ხნიერი ქალი მოწყალედ ითხოვს ვალიდოლს,

უკლებლივ ყველას სიკვდილი გაწერილია.

ქალიშვილები ბიუსტჰალტერებს იკრავენ,

კავალერების რაპირა ალესილია.

 

უნდა, რომ ჰყავდეთ სწორი გულების

და სიყვარული იყოს ხანგრძლივი,

ვით მარტოსულის მოწყენილობა.

 

ხნიერი ქალი მოუსვენარ მზერას აპარებს,

ჯიბეს მიახმა ყვავილების ღია ჭრილობა,

პარიკიდან გამოზნექილი თმის ნარჩენებით.

მას კავალერი  სიჭაბუკეში

ვარდებს ჩუქნიდა, სისხლივით წითელს.

სისხლი ბაყვზე რომ ჩამოეღვინთა

არად ჩააგდო. (ორივეს ქარი უქროდა,

ხეთა მჭამელი, გამოფიტული ცივი ღრძილებით).

მახსოვს ტალღებმა საზარელი ღელვა დაიწყეს,

ნაპირზე ისხდნენ ტანთგახდილი ქალიშვილები.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10