*  *  *

მე ჩემს დემონებს მივაკითხე

სრულად შიშველი.

გულთან სდიოდათ რაღაც სითხე,

სისხლზე წითელი.

 

კარზე კაკუნი რომ გაიგეს

მკითხეს: ვინ არი?

რომ გავუღიმე

თვითონაც გახდნენ პირმომცინარი.

 

ჩვენ გავიხსენეთ დრო საგმიროთა,

დაშლით ობების.

როცა დრო დადგა, ყველა ტიროდა,

დამშვიდობების.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10