***

მგონი ზედმეტად ცოცხალი ვარ,

ისე გინატრე

დღესაც კი მსჭვალავ შენი მუსიკით,

არ ვიცი სად ვარ, თავს სად დავეძებ,

ასე გაფანტულს შენ შემაგროვებ,

როგორც მზეს ლუპა –

ერთ სხივად შემკრებ…

 

წამოდი, სადმე დავემალოთ შემკრთალ სიჩუმეს

და გულისცემა შევუნახოთ დაკარგულ მგზავრებს,

მათ ადრე ჩვენი გული უცემდა,

სამყოფელს ისევ ჩვენში ეძებენ…

 

ზოგჯერ ხელს მკიდებ, ფრთხილად მაფხიზლებ

და მერე ვხდები, რომ აქ არ ვიყავ…

 

მაგრამ შენამდე როგორ მოაღწევს,

რაც გულში დარჩა უხმო კითხვებად,

მდევს უთქმელობის ჩუმი ბიძგები,

ჩემთვის რომ ვგრძნობ და არ იკითხება..

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10