***

შეხედე, ქრება, თანათან ქრება…

ჩუმად, თვალსა და ხელს შუა ქრება,

სულის მოსათქმელს ეძებს პაუზა

და საუკუნის ჩუმი დინება

ასე წვეთწვეთად იქცა აუზად,

სადაც ჩვენ ვცურავთ

და ერთმანეთში

ფანტასტიკურად გვიყვარს ჩაყვინთვა,

მზესავით ჩასვლა, ნელ-ნელა ჩასვლა

და ალმოდებულ ბინდში ჩაღვენთა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10