***

ის დრო, რომელიც თქვენგან გვასხვავებს,

სულ არის, მაგრამ ყველასთვის არ ჩანს,

თუ მოისურვა, წვეთს გააზღვავებს,

და გულს დატოვებს, თითქოს რომ დარჩა.

ეს ალბათობა იქცა კონცეპტად

და დროს მიჰყვება მუდამ ცვალებადს,

სხვა ვერაფერი გააოცებდა,

მაგრამ სიტყვები ექცა თვალებად!

დაჯდა სიპზე და ქვის გაგრძელება,

აღარ ისურვა და არც დახრილა,

ის ღვინოსავით გრძნობს დაძველებას,

დახუჭა სიტყვა და გაახილა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10