***

თვალში რომ სხივმა გაიელვა –

ის გარედან არ შემოსულა,

სულ უმიზეზოდ განათდა შენში,

შენ ხომ არ იცი, შენი თვალით ვინ იყურება,

ან ვინ უბოძა ეს თვალი შეშლილს?!

 

შენი სიშორე და სიახლოვე,

დროდადრო ისე შორიახლოობს,

რომ ზოგჯერ სათქმელს ჩურჩულებს სისხლი

და საკუთარ თავს აღარც დაეძებ,

გაჯერებული სიმშვიდის მისხლით.

 

რადგან არც გახსოვს გქონდა თუ არა…

ვინ გიშუშებდა კლდეზე ნაწოლებს,

ან რა იცოდი, დროს მატყუარას,

ობლის ცრემლი თუ აწონასწორებს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10