* * *

აღარაფერი მითქვამს შენთვის, გადავიფიქრე…

რა აზრი ჰქონდა,

ამეხსნა, რომ ამ ოთახში ვეღარ ვჩერდები,

რომ კედლები, ჩემი ძვლებით აშენებული,

იბზარებიან საკუთარი სიმძიმისაგან,

რომ ჩემი ყველა მოძრაობა

ან უნებლიე შორისდებული, გულს რომ მოსწყდება,

იმას ნიშნავს, რომ წასვლა მინდა,

საკუთარი თავიდან წასვლა,

ანუ შენში გადმოსახლება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10