ქეთი ცეცხლაძეს,  ვინც ეს ლექსი მიპოვა

 

მოუსვენარი ღამე აორთქლდა,

მტკივანი სიტყვა ძლივს გააყუჩა,

თვალმა ვერ შესძლო მისი ამოთქმა,

გაახილა და, ვეღარ დახუჭა…..

 

რაც აღიბეჭდა უცრემლო თვალში

ის, რა თქმა უნდა, ვერ ამოშრება,

და უდარდელად გაფლანგულ ვალში

აღმოცენდება ღამის შროშნებად.

 

…და როცა ალღომ ხორცი შეისხა,

ატირდა როგორც ყვავის ბახალა,

არ მოელოდა შენგან შერისხვას.

და გულნატკენმა თავი დახარა.

 

შენ მოეფერე, კი არ აგორდი-

ეს სიახლოვის იყო აკორდი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10