***

ყოველთვის მიკვირს და თან მაშინებს

წუთი, მოსული დასაბამიდან,

მიფორიაქებს გულს და სამშვინველს,

მაგრამ მე სხვაგან არსად არ მინდა.

 

ჩაძინებული თვალში ელდები

უნაპირობას ეკედლებიან

და აღმოაჩენ, რომ აალდები,

შენი დღეები ეგ ეტლებია.

 

ეს წუთი სხვა წუთს  თუ შეიფარებს,

მიმატებით კი არ ემატება,

ეს ის წუთია, რომ შეიპარე

და ისევ შენში იწყო ნათება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10