***

შენ ჩნდები, როგორც ჭრილში ნაქარგი

და თალხ სამოსელს რომ აფერადებ,

ვერ გაიხარე ხამის დაკარგვით,

ცდი, თითქოს ფერად ბუშტებს ბერავდე.

 

ნაჭრელა თვალის ფსკერზე გაკრთება

ხილვით  შეგროვილ ფერთა ნათებით,

სათქმელი ისე გექცა ნაკვთებად,

რომ გამოფინე გულისნადები.

 

მე ვხედავ, წყობილ სიტყვის შეჩვევით,

რომ ხარობ და თან სხვებსაც ახარებ,

მე ახლა, განა ციდან ვეშვები,

მიწამ მთხოვა და თავი დავხარე.

 

ახლაც მეძებენ სამოთხეები,

და მე გავჩნდები შენთან ახლავე,

დაგვეწევიან ჩვენი დღეები

და ირეალურ დროში გვნახავენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10