ძაღლის სონეტი

 

დადგება დრო და ადამიანს გადაიყვარებს

ძაღლიც, რომელიც ალბათ ქვეყნად ერთადერთია,

რომელსაც სჯერა, რომ ბევრს იტევს ჩვენი სიტყვები,

ჩვენი ჟესტებიც, ჰგონია, რომ უფრო მეტია

გულწრფელ ქნევაზე კუდის, ერთგულ დაყეფებაზე,

რომ ჩვენს სახლებში ხელოვნური შუქის კიაფი –

ჯადოქრობაა, რომ არ მართავს გრაფიკს – ხელფასი,

განწყობას – პურის გაძვირება, გზებს – სიიაფე

ბილეთის. დღემდე – ჩვენგან – ძვლისაც მადლიერია,

თუმცა უჯიშო თუა, სახლშიც არავის შეყავს,

ხის ყუთში ვუფენთ ყინვების დროს ძველ ადეალას,

და წავუყრუვებთ მთელი ღამის წკმუტუნს და ყეფას.

მადლიერია, თუ ჯამიდან სალაფავს მოსვამს.

თუმც მთელ ჩვენ ნიჭზე ბასრი არის იმისი ყნოსვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10