ლელა სამნიაშვილი
დაიბადა 1977 წლის 17 მარტს, გორში. არის განათლების მეცნიერებათა დოქტორი. სწავლობდა თბილისისა და ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამერიკულ ლიტერატურას იკვლევდა ბერკლიში.
ლექსებს და თარგმანებს სკოლის პერიოდიდან აქვეყნებს. ავტორია პოეტური კრებულების: „ფოტო-აბები“ (2000), „გველის წელიწადი“ (2004), „მუდმივი ტატუ“ (2007), „ფრაქტალები“ (2010), „ლოცვა აბსტრაქციად“ (2014), „37“ (2017). მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ნიდერლანდურ, ჩეხურ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე.