დეპუტატი ქალი: ორივემ ერთდროულად, არა საყვარელო?

დეპუტატი კაცი: კი!

დეპუტატი ქალი: ამ უბრალო „კი“-ს გარდა არაფერი გემეტება?

დეპუტატი კაცი: მე… მე…

დეპუტატი ქალი (იცინის): ბოლომდე გამოგწურე, არა, საყვარელო?!.. ლაპარაკის თავიც არ გაქვს, არა, ჩემო გიჟო?!.. ჩვენ სიკვდილამდე ერთად ვიქნებით!

დეპუტატი კაცი: ხო, ერთად ვიქნებით!

დეპუტატი ქალი: და ერთად მოვკვდებით მრავალი, მრავალი წლის შემდეგ!.. უთვალავი წლის შემდეგ!.. ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ ჩვენი სიყვარული მაინც იცოცხლებს!.. ჩვენი სიყვარული იქნება გაუხუნარი და უკვდავი!

დეპუტატი კაცი: ხო, გაუხუნარი და უკვდავი!

დეპუტატი ქალი: და ჩვენი სიყვარული ჩვენ ისევ გაგვაცოცხლებს!.. ჩვენ მკვდრეთით აღვსდგებით და ჩვენ ისევ ერთმანეთი გვეყვარება!

დეპუტატი კაცი: ხო, გვეყვარება!

დეპუტატი ქალი: და ასე უსასრულოდ!

დეპუტატი კაცი: და ასე უსასრულოდ!

დეპუტატი ქალი: ჩვენი სიყვარული მარადიული იქნება!

დეპუტატი კაცი: და ჩვენი სიყვარული მარადიული იქნება!

 

ისმის მანქანის სიგნალიზაციის ხმა.

 

დეპუტატი კაცი: ჩემი მანქანაა!.. თავისით ერთვება სიგნალიზაცია!

დეპუტატი ქალი: საყვარელო!.. შენ ბოლოს და ბოლოს ჩემი გახდი!

დეპუტატი კაცი: შენ კი ჩემი!

დეპუტატი ქალი: გამორთე ეგ სიგნალიზაცია!

დეპუტატი კაცი: მაშინ უნდა ავდგე და ფანჯარასთან მივიდე!.. დებილი ხელოსანი!..

დეპუტატი ქალი: არა, არ ადგე. იყავი!.. არ წახვიდე, გთხოვ!.. არასოდეს წახვიდე, არასოდეს მიმატოვო!

დეპუტატი კაცი: არასოდეს მიგატოვებ, არასოდეს. შენც არ მიმატოვო, კარგი?

დეპუტატი ქალი: სულელო, ეგ რამ გაფიქრებინა?!

დეპუტატი კაცი: მაპატიე, საყვარელო!

დეპუტატი ქალი: და ეს სიგნალიზაცია თავისით არ გამოირთვება?

დეპუტატი კაცი: არა.

დეპუტატი ქალი: ჩემი სურვილით რომ იწვოდი – ვგრძნობდი. ამას ყველა ქალი გრძნობს. მაგრამ, მეგონა, რომ მხოლოდ გასართობად გინდოდი!.. ღმერთო, რა გულდამძიმებული დავდიოდი!..

დეპუტატი კაცი: და იმ დროს შენი გამოსვლები ძალიან რადიკალური იყო!

დეპუტატი ქალი: შენც დაუნდობელი იყავი ოპოზიციის მიმართ!

დეპუტატი კაცი: შენი ხმის გაგონებაზე ერექცია მემართებოდა ამ დროულ კაცს!

დეპუტატი ქალი: მართლა?

დეპუტატი კაცი: ხო, მართლა!.. თავს წამოყოფდა ხოლმე!

დეპუტატი ქალი: აი ასე?

დეპუტატი კაცი: ხო, ზუსტად ეგრე!

დეპუტატი ქალი (იცინის): იყო ფოლადივით?

დეპუტატი კაცი: ხო, ფოლადივით!

დეპუტატი ქალი: ამიტომ იყო, რომ შენს ხმაშიც ფოლადი ჟღერდა როცა ტრიბუნასთან იდექი!

დეპუტატი კაცი: მე კი მეგონა, არ მოგწონდა ჩემი გამოსვლები!

დეპუტატი ქალი: გიჟო!.. ჩემო გიჟო!.. სარკის წინ ვვარჯიშობდი ხოლმე გამოსვლაში – რომ უფრო მგზნებარე გამომსვლოდა!

დეპუტატი კაცი: მეც!

დეპუტატი ქალი: მართლა?

დეპუტატი კაცი: მართლა!

დეპუტატი ქალი: აბა დაიფიცე!

დეპუტატი კაცი: გეფიცები! ჩვენს სიყვარულს ვფიცავ!

დეპუტატი ქალი: რა საყვარლად იფიცებ!

დეპუტატი კაცი: ქალღმერთი ხარ, მაყვალა!

დეპუტატი ქალი: იცი, როცა სიტყვით გამოდიოდი ძუძუები მებერებოდა ხოლმე!.. ისე მებერებოდა, რომ აზღუდში ვერ ეტეოდა!

დეპუტატი კაცი: რა ბედნიერი ვარ!.. რა ბედნიერი ვარ!.. და ეს რას შვრებოდა?

დეპუტატი ქალი: ამას ხომ ნუ იკითხავ!.. მე არ მეკუთვნოდა საერთოდ. ეს ფეხები ჩემი კი არ იყო, ამის იყო. ამას ება ფეხები, რომ შენთან გამოქცეულიყო ეს უსირცხვილო ესა!

დეპუტატი კაცი: ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ!

დეპუტატი ქალი: და როგორ მოერგნენ, არა, ერთმანეთს ეს ოხრები?

დეპუტატი კაცი: ეს იმიტომ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები!

დეპუტატი ქალი: არადა, რამდენი ვაწვალეთ და ვალოდინეთ!.. თუმცა, ბედნიერება მაშინაა ნამდვილი და სრული, თუკი ის წვალების და ლოდინის შედეგია!

დეპუტატი კაცი: უბადლო ორატორი ხარ!.. სწორუპოვარი!

დეპუტატი ქალი: გიჟო!.. მაკოცე, გიჟო! (ისმის კოცნის ხმა). აქაც, გიჟო! (ისევ კოცნის ხმა) ახლა აქაც! (კოცნის ხმა).. აი აქ დაგავიწყდა, საძაგელო! (კონის ხმა). აქაც და ჩვენი გულები საბოლოოდ შეერთდებიან, ჩვენი სულები ერთმანეთს შეერწყმიან როგორც ცა და დედამიწა შორიზონტზე და ვიქცევით ჩვენ ერთ სულ და ერთ ხორც აწ და მარადის!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11