დეპუტატი კაცი: რა ტკბილი ტუჩები გაქვს, მაყვალა, რა ტკბილი ძუძუები!

დეპუტატი ქალი: რა ტკბილი სახელი გაქვს, ბუხუტი!

დეპუტატი კაცი: მაყვალა!

დეპუტატი ქალი: ხო, ბუხუტი!

დეპუტატი კაცი: ჩემი მაყვალა!

დეპუტატი ქალი: ბუხუტი!

დეპუტატი კაცი: ხო, მაყვალა!

დეპუტატი ქალი: შენ სახელს რომ წარმოვთქვამ, ისე მსიამოვნებს ისე, რომ ტანში სულ ჟრუანტელი მივლის!

დეპუტატი კაცი: მეც ჟრუანტელი მივლის ტანში, როცა შენ სახელს წარმოვთქვამ!. იცი, შენ საძებნად რომ ვიყავი გამოსული და აქ შემოვეხეტე, ისე მინდოდა, ისე მინდოდა შენთვის წერილი მომეწერა, მეტი არ შეიძლება!

დეპუტატი ქალი: რა უნდა დაგეწერა!

დეპუტატი კაცი: მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ, იმ ჩერჩეტმა დამლაგებელმა არ დამაცალა, თან კიდევ სამშობიაროში დამარეკინა!

დეპუტატი ქალი: მეც დამარეკინა სამშობიაროში… კარგი ეშმაკი ვინმეა, არადა, თავს სულელად გაჩვენებდა!

დეპუტატი კაცი: კარგი გაქნილია!

დეპუტატი ქალი: ღმერთო, სად ვწვევართ – საპირფარეშოების წინ, ცივ იატაკზე!.. საპირფარეშოს იატაკზე ფაქტურად!

დეპუტატი კაცი: შეგცივდა, საყვარელო?

დეპუტატი ქალი: არა, მე ხომ ზემოდან გაწევარ!… გაითოშე, ალბათ, საყვარელო!.. წამოდექი, არ გამეყინო!

დეპუტატი კაცი: სიცივეს არც ვგრძნობ!.. არაფერს არ ვგრძნობ შენი ცხელი ტუჩების გარდა!

დეპუტატი ქალი: იმ შენი მანქანის სიგნალიზაცია ამ სახანძარსაწინააღმდეგოს სიგნალიზაციაზე არ იმოქმედებს?

დეპუტატი კაცი: არა!

დეპუტატი ქალი: ნეტავ ახლა მართლა იწვიმებდეს. სრულიად უმიზეზოდ და დაგვასველებდეს ორივეს!

დეპუტატი კაცი: მოწმენდილი ამინდია!

დეპუტატი ქალი: სულელო, აქ იწვიმებდეს-მეთქი, ჩვენ ორისთვის, ამ ოთახში!

დეპუტატი კაცი: ახალი დამონტაჟებული სისტემიდან?

დეპუტატი ქალი: ხო. ნეტავ დასცხებდეს და ჩვენ წვიმაში ვიცეკვებდით ვალსს!

დეპუტატი კაცი: იცი, არასდროს მიცეკვია არაფერი, მაგრამ შენთან შევძლებდი გინდა ვალსს და გინდა ტანგოს, გინდა რამე თანამედროვეს!

დეპუტატი ქალი: უი, ტანგო მირჩევნია. ღმერთო, როგორ მომინდა ახლა შენთან ცეკვა!.. მოდი, ვიცეკვოთ!

დეპუტატი კაცი: ტანგო?

დეპუტატი ქალი: კი!.. ვიცეკვოთ და წვიმაც წამოვა – ჩვენი ხათრით!.. მერე ცისარტყელაც ამოვა, ჩვენი ცისარტყელა!.. ახლა რომ მიწა იძრეს, ამოქმედდება ჭერის სიგნალიზაცია?

დეპუტატი კაცი: მიწისძვრის ვიბრაციაზე?

დეპუტატი ქალი: გახსოვს ოპოზიციას უხარისხო ვიბრატორები რომ გვიწოდე?

დეპუტატი კაცი: და რომ შენ კონტრშეტევაზე გადმოხვედი და იმპოტენტებად მოგვნათლე?.. ოხ, როგორ მინდოდი მაშინ!

დეპუტატი ქალი: მიყვარხარ ბუხუტი!

დეპუტატი კაცი: მიყვარხარ, მაყვალა!

დეპუტატი ქალი:  მოდი, უკვე ნამდვილად ვიყოთ ერთმანეთის!..

დეპუტატი კაცი: დღესვე წავიდეთ უკანმოუხედავად!.. ახალავე!..

დეპუტატი ქალი: დღესვე არ გამოვა!

დეპუტატი კაცი: მაშინ…

 

კარის სახელურს ვიღაც აწვალებს.

 

დეპუტატი ქალი: ვინ ოხერია?!

დეპუტატი კაცი: დამლაგებელი იქნება!.. ვედრო და ტილო აქ აქვს, იატაკის ჯოხიც!

დეპუტატი ქალი: დებილი ქალი!

დეპუტატი კაცი: იმშობიარა ნეტა მაგის ქალიშვილმა?

დეპუტატი ქალი: რძალმა!

დეპუტატი კაცი: ხო, რძალმა!

დეპუტატი ქალი: ჩვენც გვეყოლება შვილი!

დეპუტატი კაცი: აუცილებლად გვეყოლება!

 

თანდათან ინთება შუქი. დეპუტატი კაცი და დეპუტატი ქალი ჩაცმას ამთავრებენ. კაცი დგება, მიდის ფანჯარასთან და მანქანის გასაღებით სიგნალიზაციის გამორთვას ლამობს. მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ გამოსდის. ქალი სარკესთან დგება და თავს იწესრიგებს.

 

დეპუტატი ქალი: კატრიჯი მართლა დაგიმთავრდა და იმიტომ მთხოვე?

დეპუტატი კაცი: კი!

 

დეპუტატი ქალი ჩაფიქრდება. მერე ისევ მაკიაჟის კეთებას განაგრძობს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11