დეპუტატი კაცი (აღელვებული): აღარ შემიძლია მეტი!.. მეტი მართლა აღარ შემიძლია!

დეპუტატი ქალი (მშვიდად): რა არ შეგიძლიათ?

დეპუტატი კაცი: შენც იცი… შენ იცი რა…

დეპუტატი ქალი: შენობითზე გადავედით?!

დეპუტატი კაცი: რატომ წამშალეთ მეგობრობიდან?

დეპუტატი ქალი: ასე სჯობს!

დეპუტატი კაცი: რა სჯობს ასე?

დეპუტატი ქალი: ისევ თქვენობითზე გადასვლა!

დეპუტატი კაცი: რატომ წამშალე მეგობრობიდან?

დეპუტატი ქალი: უფრო მეტიც – დაგბლოკეთ კიდეც. დაბლოკვა სოცქსელის გენიალური გამოგონებაა. მიაბლოკავ არასასრუველ ტიპს და ის უკვე აღარც არსებობს შენთვის!

დეპუტატი კაცი: რატომ დამბლოკეთ?

დეპუტატი ქალი: იმიტომ რომ ვხვდებოდი, ჩემს პროფილში რომ ხშირად შემოდიოდით!

დეპუტატი კაცი: ხო, შემოვდიოდი და მერე ისევ მოხსენით ბლოკი და მივხვდი, რომ თქვენც…

დეპუტატი ქალი: ხო, სულელო… მეც (უცებ სახეზე ხელებს აიფარებს და ტირის).

დეპუტატი კაცი: შენც?!.. ღმერთო, მართლა?!.. მართლა გიყვარვარ?!

დეპუტატი ქალი (ტირილს წყვეტს, სახე უმშვიდდება): გაგეხუმრეთ!.. ახლავე გააღეთ კარი, არარაობავ!

დეპუტატი კაცი: გამეხუმრე?!

დეპუტატი ქალი: უფრო მეტიც – დაგცინეთ!.. აჯობებს თქვენ ცოლს მიხედოთ, ახლა კი კარი გააღეთ!.. ჩქარა-მეთქი, იდიოტო!

 

დეპუტატი კაცი დეპუტატი ქალის შეუვალ და ირონიულ სახეს ასჩერებია. ადგება, კარისკენ მიდის.

 

დეპუტატი ქალი (ფეხის წვერს იატაკზე მიტოვებულ დეპუტატი კაცის ელექტროსიგარეტს წაკრავს): სიგარეტი დაგრჩათ!

 

დეპუტატი კაცი უკან არ იხედება, სვლას განაგრძობს, კართან მივა, საკეტს გააღებს, სახელურს ჩაწევს, ერთი წამით გაირინდება (ქალი ისევ აბოლებს). კარს გამოაღებს. სხდომათა დარბაზიდან ისმის სპიკერის ხმა.

 

სპიკერი: კოლეგებო!.. კოლეგებო! (ისმის ჩაქუჩის დარტყმის ხმა).

 

დეპუტატი ქალი: კარი მიკეტე, არარაობავ!

 

დეპუტატი კაცი ისევ ისე დგას. ის-ის არის გასვლას დააპირებს, რომ დეპუტატი ქალი ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდება, კარს დააკეტინებს, მერე შიგნიდან ჩაკეტევს კიდეც. კაცს შემოაბრუნებს და უცებ ლაჯებში ამოკრავს ფეხს. დეპუტატი კაცი ტკივლისგან ორად იკუნტება, დეპუტატი ქალი ჰალსტუხში ჩაავლებს ხელს, აიძულებს წელში გასწორდეს და ტუჩებში ჩააფრინდება.

უკვე გიჟურად კოცნიან ერთმანეთს. ნამდვილი ვნება თამაშდება. ქალი უფრო აქტიურობს, კაცს ქამარს შეხსნის შარვალზე.

 

დეპუტატი ქალი: თავი დამაკარგვინე, იდიოტო, არარაობავ!

დეპუტატი კაცი: ღმერთო!

დეპუტატი ქალი: იდიოტო, არარაობავ!.. ფუ შენი! (ვნებიანად კოცნის). არარაობავ, იდიოტო, მიყვარხარ!

 

დეპუტატი კაცი ნეტარებისგან ტირის, ხმას ვერ იღებს. თანდათან ქრება შუქი. ქალი უკვე გამალებით ხდის კაცს, ლამის შემოახიოს ტანსაცმელი. ნახევრად შიშველს იტაკზე დააწვენს – ბინდბუნდში ჩანს კაცის ერთიანად თეთრი საცვლები. ქალი კაცს ზემოდან გადააჯდება, უკვე თვითონაც იხდის.

 

დეპუტატი ქალი: როგორ გამაწამე, ჯვარს მაცვი, იდიოტო!.. ზეზეურად ჩამოვდნი, გესმის შენ?! (კაცს სილას გააწნავს). ესეც შენ, იდიოტო!.. ვერაფერს ვუდებდი გულს, მანქანა გავკაწრე კი არადა, კინაღამ ვიღაც კაცი გავიტანე ზებრაზე…

დეპუტატი კაცი: მიყვარხარ… მიყვარ…

დეპუტატი ქალი (კაცს პირზე ხელს აფარებს): გაჩუმდი, სირო!.. შე სირო!.. შენ დამავიწყე ქმარიც და შვილებიც, სირო!

 

ბოლომდე ქრება შუქი, უკვე არაფერი ჩანს.

ქალი შეჰკივლებს და ვნებიანი კვნესაც აღმოხდება.

 

დეპუტატი ქალი: აი ასე, საყვარელო!.. მიდი, ჩემო გიჟო!.. (ისმის კაცის ვნებიანი ზმუილი – ეტყობა, რომ ისევ ხელს აფარებენ პირზე) ხო, აბა მიდი, თქვი, რა უნდა მითხრა?!.. თქვი, საყვარელო! (ისევ არ ანებებს კაცს ლაპარაკს). აბა მითხარი, როგორ გიყვარვარ!.. თქვი, საყვარელო, უთხარი შენ მაყვალას, როგორ გინდოდი, როგორ… როგორ ჩაიკეტებოდი ჩემსავით სააბაზანოში ან სულაც ტუალეტში და..

 

კაცი ისევ ზმუის. ბოლოს მიყუჩდება. კარგახანს მხოლოდ მათი ვნებიანი კვნესა ისმის.

 

დეპუტატი კაცი: იცი, ახალი მანქანა შენთვის ვიყიდე, რომ ერთად ჩავმსხდარიყავით და წავსულიყავით შორს, ძალიან შორს, სადაც ვერავინ გვიპოვიდა, სადაც მხოლოდ ერთმანეთის ვიქნებოდით!

დეპუტატი ქალი: ამისთვის თვითმფრინავი არსებობს, საყვარელო!.. რა კარგი ხარ, ღმერთო!.. გიყვარვარ?!

დეპუტატი კაცი: ხო!

დეპუტატი ქალი: მერე და ხმამაღლა თქვი, იყვირე!

დეპუტატი კაცი (უნდა იყვიროს): მიყვ… მაყვ… მიყვ… მაყვ… მიყვ… მაყვ…

დეპუტატი ქალი (კაცს ისევ ააფარებს პირზე ხელს): ასე არა, საყვარელო, შენთვის იყვირე, გულში იყვირე, როგორც მე მაყვირებდი შენს სახელს, როცა გვერდით ჩემს ქმარს ეძინა, მე კი ძილგამკრთალი დილამდე შენზე ვფიქრობდი!

დეპუტატი კაცი: მართლა?

დეპუტატი ქალი: მართლა, საყვარელო!.. სხდომა რომ დაიწყო და დარბაზიდან გამოხვედი, ცოტა ხანში მეც უკან მოგყევი, გეძებე-გეძებე და ვერსად მოგაგენი… ბუფეტშიც ვიყავი… მთელი პარლამენტი მოვირბინე ენაგადმოგდებული ძაღლივით… შენ კი აქ ყოფილხარ!

დეპუტატი კაცი: კი, აქ ვიყავი, აქ ხომ არ შემოვიდა-მეთქი შემთხვევით და იმიტომ… და რომ გავედი, შენც აქ ყოფილხარ და…

დეპუტატი ქალი: გიყვარვარ, ბუხუტი?.. მართლა გიყვარვარ?!.. არ დამცინი?!

დეპუტატი კაცი: არა, არ დაგცინი, მაყვალა!.. მიყვარხარ, მაყვალა!

დეპუტატი ქალი: იცი, დამესიზმრა, თითქოს თეთრ დირიჟაბლში ვისხედით მე და შენ!.. მხოლოდ მე და შენ და სადღაც მივფრინავდით!.. დირიჟაბლი ხომ ისედაც დიდია, ის კი კიდევ უფრო დიდი იყო, ძალიან დიდი!.. ჩვენი სიყვარული იყო მაშინ ჩვენი მეეტლე, ჩვენი დირიჟაბლის მეეტლე – ანუ, ზურგის ქარი!..

დეპუტატი კაცი: დირიჟაბლის?

დეპუტატი ქალი: ხო, დირიჟაბლის, საყვარელო!

დეპუტატი კაცი: ეგ რა კარგად თქვი – დირიჟაბლის მეეტლე ზურგის ქარია!.. ლექსებს ხომ არ წერ?

დეპუტატი ქალი: შენმა სიყვარულმა დამაწერინა, საყვარელო!.. ტელეფონში მაქვს ყველა შენახული.

დეპუტატი კაცი: ხომ წამაკითხებ მერე?

დეპუტატი ქალი: აბა რას ვიზამ – ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ყველას წაკითხვა მოგიწევდა!.. მეც იმიტომ ვიყიდე მანქანა, რომ თავი მომეწონებინდა და… რომ…

დეპუტატი კაცი: რომ… რომ… რომ რა?

დეპუტატი ქალი: არ ვიცი.. რომ ჩემი გამხდარიყავი… არ ვიცოდი როგორ, მაგრამ შენ ჩემი უნდა გამხდარიყავი… რომ… რომ…

 

კულმინაცია. მერე პაუზა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11