ლევ რუბინშტეინი – პოეტი, პერფორმერი და პუბლიცისტი. დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. ვსელოვოდ ნეკრასოვსა და დმიტრი პრიგოვთან ერთად არის „მოსკოვური კონცეპტუალიზმის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1971 წელსდაამთავრა პედაგოგიკის ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. წერა 60-იან წლებში დაიწყო. 70-იან წლებში განავითარა საკუთარი, „კარტოთეკისჟანრი, სადაც გამოიყენა ბიბლიოთეკის კარტოთეკის პრინციპი. მასთან ტექსტის ცალკეული ფრაზები დატანილია ბიბლიოთეკის ბარათებზე და ეს „ფრაგმენტულობის ერთიანობა“ კითხვის თუ დეკლამაციის დროს ქმნის გარკვეულ ეფექტს.
1999
წელს რუბინშტეინმა მიიღო ანდრეი ბელის რუსული ლიტერატურის პრემია, ხოლო 2003 წელს რუსული ემიგრაციის პრემია „Liberty“.

მისი ტექსტები 1970-იანების ბოლოს გამოიცა დასავლურ ქვეყნებშირუსულად და თარგმანში. და ამ პუბლიკაციებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გამოქვეყნდა პირველად რუსეთში.

ლევ რუბინშტეინი წელს თბილისის V საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე იყო და ეს თარგმანებიც სწორედ ამ ფესტივალისთვის შესრულდა.

 

მთარგმნელისაგან

 

 

ხან ერთი, ხან მეორე

 

ხან ერთი.

ხან მეორე.

ხანაც მესამე.

ამასობაში კი რაღაც სხვაც გამოჩნდება ხოლმე.

 

ხან ნამეტანი ზუსტია.

ხან მიახლოებითია მეტისმეტად.

ხანაც არც ერთია და არც მეორეა.

ამასობაში კი შენს ზურგს უკნიდან იჭყიტება ვიღაც.

 

ხან ნამეტანი ვრცელია,

ხან ლაკონიურია მეტისმეტად.

ხანაც საერთოდ ვერაა ისე, როგორც საჭიროა.

ამასობაში კი უკვე სადღაც გეძახიან.

 

ხან ნამეტანი ნათელია.

ხან მეტისმეტად ჩაბნელებულია.

ხანაც საერთოდ ვერ მიხვდები, რა ხდება.

ამასობაში კი ისიც უნდათ, რომ ამ ყველაფერს შეესაბამებოდე.

 

ხან ფეხს ვერ დგამ.

ხან ვერ ჩერდები.

ხანაც მტვრიანია ფეხსაცმელი.

ამასობაში კი მსჯელობას იწყებენ და ისეთს ბოდავენ, რომ…

 

ხან სათაურს ვერ ცდები.

ხან ბოლომდე ვერ წყდები და არ იცი, რატომ.

ხანაც ფურცლით თითს გაიჭრი.

ამასობაში კი გწიხლავენ ყველა მხრიდან.

 

ხან დაივიწყებ, მთელი დილის განმავლობაში რაზე ფიქრობდი.

ხან ვერ ითმენ, რომ რაღაც ასეთი სენტენცია არ დაბრეხვო: „პოეტს სტრიქონებს შორის იგივე აქვს, რაც ფეხებს შორის“.

ხანაც უქეიფოდაა ვიღაც.

ამასობაში კი უკვე შენი თავის აღარ გჯერა…

 

ხან საკუთარი წარმოდგენების სისტემა დაგასევდიანებს,

ხან პირადი გამოცდილება აღმოჩნდება არაფრის მაქნისი.

ხანაც ყვავ-ყორნები ჩხავიან გაპარტახებული ხნულების თავზე.

ამასობაში კი შემთხვევით სარკეში ჩაიხედავ…

 

ხან შემთხვევითი მოგონება სულს აგიფორიაქებს.

ხან ფერფლი აქვს წაყრილი ყველაფერს.

ხანაც ისე გადამალავენ, რომ ვერასოდეს იპოვი…

ამასობაში კი ნახე, რა ხდება…

 

ხან გაწუხებს შენი დუმილი.

ხან შეგრძნება გაქვს, რომ რამდენიმე წლის სალაპარაკო წინასწარ უკვე ამოთქვი.

ხანაც ივიწყებ აწმყოს შეუდარებელი მშვენიერების შესახებ.

ამასობაში კი ვერავინ ვერ გცნობს…

 

1 2 3 4 5 6 7 8