33.
სრულიად სხვა ხმა: ამის მერე ის თითქოს გამოცვალეს. დადის წყნარი, კეთილშობილური. სულ რაღაცას უღიმის…
34.
მეორე ხმა: მორჩა, აი, ახლა დაიწყება. ოღონდ შენ ხმა ჩაიკმინდე, არ შეეტენო…
35.
მეორე ხმა: მოკლედ ასე, წარმოიდგინეთ, რომ ამ თავისი უცვლელი ღიმილით მან ყველა ეს წრე გაიარა. ადამიანი კი არა – უნიკუმია ნამდვილი. ამდენი ხანია ცოცხალი ვარ და ასეთი არავინ მინახია…
36.
მეორე ხმა: მას, სხვათა შორის, ამ ქალის ატანა არა აქვს. ასე რომ თქვენ სულ ტყუილად…
37.
მეორე ხმა: არანაირად ხელი არ შეგიშლიათ, გარწმუნებთ. ერთი წამი მადროვეთ, აი, წერტილს დავსვამ და…
38.
მეორე ხმა: „ღრუბელთა ნაბიჯი მტკიცე…“ მერე როგორაა, ხომ არ გახსოვთ? ჰო… დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი…
39.
მეორე ხმა: კარგად დააკვირდი მისი სახის მუდმივ გამომეტყველებას, ამ გატანჯულ ღიმილებს. მოუსმინე ამ საცოდავ სიტყვებს. იქნებ მიხვდე, როგორ ვგრძნობდი თავს მთელი ამ წლების განმავლობაში…
40.
მეორე ხმა: ახლა ყველაზე რთული მომენტი იქნება. გამაგრდით, კოლეგა… მოკლედ… ხომ არ დაშავდით? მადლობა ღმერთს… მოკლედ, ვაგრძელებ. ის ზაფხული საშინლად ცხელი, მტვრიანი, გვალვიანი იყო. ერთი სიტყვით, ჯოჯოხეთური. ზაფხული კი არა ტაფხული – მომიტევეთ კალამბურისთვის… მოკლედ!.. მე კიდევ, როგორც ჩანს, მაინც ვიღაცას წამოვედე…
41.
მეორე ხმა: მომისმინეთ, თქვენი სატანური ფანტაზიებისაგან ცუდად გახდება ადამიანი. თქვენ რომ მოგისმინოთ, ცხოვრებაც კი არ ღირს…
42.
მეორე ხმა: თუ გსურთ, შეგიძლიათ გამაცილოთ. სადგურამდე მაინც. სულ ცოტათი ჯენტლმენი მაინც ხართ, იმედი მაქვს…
43.
მეორე ხმა: ჯერ თავი მოიყვანე წესრიგში. შეხედე, რას ჰგავხარ…
44.
მეორე ხმა: მოკლედ ასე. შენ ახლა არსად არ წახვალ, ამ წამსვე გაიხდი ტანზე და მაგიდასთან დაბრუნდები. ეს ერთი. ახლა მეორე. არავითარი „ტანჯვები“ მე შენს სახეზე არ დავინახო. ახლა მესამე. ყველას, ვინც გაბედავს და შენი თანდასწრებით თუნდაც მინიშნებით გაბედავს – თუ რას, კარგად გესმის, – იმას ჩემთან ექნება საქმე. ეს შენ, იმედია, გაწყობს. ჰოდა მიდი, გაიხადე, გაიხადე. ნუ სულელობ, ბებერო.
45.
მეორე ხმა: სად გინდა წახვიდე? ყველა ადგილიდან გაძევებენ… ყველგან გამუნათებენ… თავი უნდა ჩამოიხრჩო, თუ რა?