24.

აი, ვიღაც დათრგუნულია იმით, რაც ხდება. თუ რა თრგუნავს, ამის გაგების მცდელობები უშედეგოა. ცოდოა იგი.

ვიღაც რაღაც ახლის მოლოდინით იქცევს თავს. მისი გზა უხალისოა. ნეტა იცის ამის შესახებ?

ვიღაც ვერ ხედავს საკუთარ თავს და არც ესმის მისი. არადა, ეს რომ არა, ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედავდა;

25.

აი, ვიღაცას ღონე არა აქვს, ინერციას შეეწინააღმდეგოს. ეს არაფერ კარგს არ მოუტანს;

ვიღაცას კი საერთოდ არ ძალუძს, თავი ხელში რომ აიყვანოს. ასეთი ქცევა დამღუპველია.

ვიღაცას არ სურს, რაღაც ცხადი რომ შეამჩნიოს. ის, როგორც ჩანს, განწირულია;

ვიღაცა წინ იყურება. და თვალებში შეძრწუნება გამოსახვია. მას ალბათ უკვე ვერაფერი ვერ გადაარჩენს;

ვიღაცამ თვითონაც არ იცის, სად მიეხეტება. მისი გარჩევა ჯერაც არის შესაძლებელია. აი, იგი;

26.

ვიღაც დამოუკიდებლად ცდილობს თავის გადარჩენას. ნეტა იცოდეს, თუ რა გზას ეცეს;

ვიღაც ცდილობს, თავი ისე მოგვაჩვენოს, თითქოს არაფერ შუაშია. მაგრამ ვერ გაუვა ვერც მაგას.

ვიღაც მთელი ძალით აწმყოშია ჩაძირული. მაგრამ მომავალს ვერც ის გაექცევა;

ვიღაც ბოლო გადაწყვეტილების ზღურბლზეა. მოვუცადოთ, ვნახოთ, რა მოხდება;

27.

ვიღაც სულ თუ არ წაახალისე, ეგრევე ხელიდან გეცლება. რაკი ასეა, დავუდგეთ გვერდში;

ვიღაც არც კი უშვებს, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც დამთავრდება. ღმერთო, მიეცი ძალა მას!

ვიღაცამ რაღაც თქვა და იცდის, აწი რა იქნება. და რა შეიძლება აწი იყოს?

28.

წავიდეთ წინ.

29.

აქ ამბობენ: „ყველანი ესენი, რომ სწყურიათ და რომ კლავთ ვნება, რომ დაძრწიან ტყუილუბრალოდ და ჭუჭყიდან რომ ამოდიან, ნახევრად ყრუნი და სამუდამოდ ხმაჩახრინწულნი – რა ვუყოთ ჩვენ მათ?“

30.

აქ ამბობენ: „ყველანი ესენი, ზევითკენ რომ ისწრაფვიან,  უფსკრულისკენ რომ ექანებიან, რომ მიძვრებიან და მოძვრებიან, გულზე რომ მოხვდათ რაღაც ძალიან, რომ ცხოვრობენ უკონტროლო ვნებების ხარჯზე, ყველაფერ იმას მიჩვეულები, რაც სულ მცირე ინტერესს აღძრავს – ისინი აქ რას აკეთებენ? აქ მათ ნეტა რა ესაქმებათ?“

31.

აქ ამბობენ: „ყველანი ესენი, რომ არაფერი დაუშავებიათ და არიან დამნაშავენი, რომ დაიწვეს კანი და ახლა ამ დამწვარ კანს სულს უბერავენ, რომ დაძაბულად ჩააფიქრა და თავისკენ მიიზიდა მარადისობის უჩუმარმა ხმამ, ყოფიერების აუტანელი ამოცანისგან წელში მოხრილნი, უსამართლოდ აღელვებულნი, ღმერთმა უწყის, რა ახალი ამბებით და ყველანი ესენი, თრთოლვით რომ უსმენენ იმას, რაზეც მიდის საუბარი – საით მიექანებიან?“

32.

აქ ამბობენ: „ყველანი ესენი, უდანაშაულონი, მაგრამ დანაშაულის მაღიარებელნი, თითქოსდა სიმხნევემიცემულნი, მაგრამ ყოველწუთიერად უხასიათობაში რომ ვარდებიან, ისეთები, ერთმანეთს რომ არ უთმობენ მისწრაფებაში, გაიაზრონ, რა ხდება ირგვლივ, მაგრამ არაფერი რომ არ ესმით, რომ მიათრევენ საკუთარი იმედების ტვირთს და რომ ამტკიცებენ, რომ ყველაფერი დაკარგულია, ხან რომ იგვიანებენ და ხან დროზე ადრე გამოცხადდებიან ხოლმე, სუსტი სიო რომ არხევთ და საკუთარ შეცდომებში სიჯიუტეს იჩენენ, რომ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი უკანაა და სულ ოდნავი ცვლილებების მოლოდინში ადგილიდან ფეხს არ იცვლიან – საკმარისია, საკმარისი – დროა, გავჩერდეთ.“

 

1 2 3 4 5 6 7 8