***

 

ჩავედი და მაღაზიიდან მორიგი გემრიელი შხამები ამოვიტანე. ტკბილი, ფაფუკი კრემით – ძალიან მჭირდებოდა.

ვიცი, გვკლავს ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიყვარს. ბევრი რამ გვკლავს ნელ-ნელა.

დინჯად, გადაკიდებით, თავს არ გვანებებს.

ცუდად ვარ, მგონია, რომ მოვკვდები. –

შევჩივლე მეგობარს.

არაუშავს, მეც ცუდად ვარ. სიკვდილით კი ყველა მოვკვდებით – დამამშვიდა მან.

ვხვდები, ქვასავით აუღელვებელი უნდა ვიყო. მტკიცე, შეუვალი.

ქალაქის ცენტრში ჟანგბადის ნატამალი არ იყო დილით.

ვგრძნობდი როგორ ჩადის ფილტვებში ქიმიური ელემენტები. მძიმე მეტალები,მინერალები და ორგანული შენაერთები.

კარგია, რომ ტოქსიკომანი ვარ. – გავიფიქრე.

ღრმად ჩავისუნთქე სიამოვნება, რომელიც ვიცი, საზიანოა.

დილის რიჟრაჟი, ჩიტების საამო გალობა და მისთ. უკვე რაღაც ახლით უნდა ჩანაცვლდეს –

აღარ თენდება ლამაზად და რომანტიკულად, მონაბერი გრილი ნიავით.

მაგრამ პლიუსი ყველაფერს აქვს – მთავარია, ვიყოთ ოპტიმისტები.

ალკალოიდები ძალიან საჭიროა – მიხსნიდა ავტობუსში ერთი ბებია – მორფი საჭირო დოზით წამალია, ეს ადამიანები იყენებენ გასამდიდრებლად.

გუშინ საღამოს ერთი საათით მეგობრებთან გავიქეცი.

ჩვენს მკვდარ მეგობარზე სასაუბროდ. მერე ბევრიც ვიცინეთ.

საერთოდაც, სასაცილოა ცხოვრება, თუ დაუკვირდებით.

ტირილად არ ღირს. კი, დრო და დრო, ადამიანები დაგვკარგავენ, მოგვიკვდებიან. მერე რა მოხდა?

სტატუსებს გადავავლე თვალი და მივხვდი,

სინამდვილეში ყველანი სიყვარულის და სითბოს მათხოვრები ვართ.

ვდგავართ ხელგაწვდილები და ღრმად ვისუნთქვათ იმას, რაც გვკლავს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10