***

 

ამ მოჭრილი ხიდან კაცი ამოვა.

აქედან – ღრუბელი.

აქედან – ცვალებადობა.

სამყარო – რკინის პორტატული ყუთი.

მოხერხებული, შავი.

აფეთქების შემდეგ იპოვიან. გაშიფრავენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავზე ხელის ფრთხილად გადასმა.

როგორც სიტყვა “ტ-კბილი”:

ენის ცაზე სრულად შეხება, ტუჩების გემო.

გაჩეხილ ტყეში სიარულს ჰგავს.

ამ მოჭრილი ხიდან კაცი ამოვა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10