***

 

და როგორ ნელა, როგორ ნელა… როგორც ხელებზე

თაფლის ბლანტი სიტკბოს ჩამოსვლა,

სადღაც წვეთავს

ყვითელი ცა. ყვითელი შენ.

შენი ჩემდამი სიყვარული,

რომ ყოფილიყო ნამდვილი და ხელშესახები,

იქნებოდა ფაიფურის თხელი ფინჯნის

დამსხვრევის ხმა ქვის იატაკზე.

ღრუბლების ქარით გაქარვება.

მათი ქროლვა, მსუბუქი და წარმოსახვითი –

შენი ჩემდამი სიყვარული,

რომ ყოფილიყო.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10