***

 

გულში ადამიანი გამიტყდა.

უხეშად არც კი შევხებივარ.

არც დამვარდნია.

ნაძვის ხის მოსართავი მყიფე ბურთივით,

გატყდა, თუ გასკდა –

ვერც კი მივხვდი.

მხოლოდ ვიგრძენი როგორ მთავრდება,

როგორ ჰგავს თავი ახრიალებულ ტელევიზორს,

სადაც ნელ-ნელა შორი ხდება.

ხმა:

მსუბუქი ისტერია.

მანქანების მღვრიე შიშინი.

ფონი:

ტანში მიწისძვრას გრძნობდე და თადარიგი დაიჭირო – გადაწვე.

წყალი. თეძოები. ტუჩები. ვარდნა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10