***

 

ვერავინ მოვა შენს გულამდე.

ზოგს სადღაც გზაში ჩაეძინება.

ზოგი – სხვაგან გადაუხვევს.

სინამდვილეში აღმართზე მიმავალ პროცესიას ჰგავს:

ნელა მიჰყვები. გაშლილ თმაში ჩაბნეული შავი თასმებით,

მაქმანების შავი ზოლებით,

თივის ზვინივით,

რომ ლივლივებს –

მედიდურად, ოდნავ გოროზად.

ფიქრობ, როდის დასრულდება ეს სიმძიმე. ეს აღმართი. ეს დამარხვა.

ან იმას ჰგავს:

სამსახურიდან მოსულ პატრონს

კატასავით ფეხზე ედები, ელამუნები,

შენთვის არავის არ სცალია,

ერთი ორჯერ ფრთხილად წიხლსაც გითავაზებენ.

ბრის! ცხოვრებავ, დათარსულო,

გზაზე უცებ გადარბენილო!

ვერავინ მოვა შენს გულამდე,

ვერ მოაღწევს:

სახეს სახესთან თუ არ მოგიტანს,

თვალებს – თვალებთან –

ყველა კაცი შორი და ცრუა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10