სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს ხვდება [ვიდეო]

ბერლინში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს.

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.