მამუკა მდინარაძე – არ უნდა ამ შეწყალებას შეფასება, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდებული ადამიანი, ეს არის და ეს

13:35, 24.04.2024

სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდებული ადამიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „არ უნდა ამ შეწყალებას შეფასება“.

„ამას სჭირდება უბრალოდ ფაქტის კიდევ ერთხელ მოყოლა – სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდებული ადამიანი. ეს არის და ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი