მამუკა მდინარაძე - არ უნდა ამ შეწყალებას შეფასება, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდებული ადამიანი, ეს არის და ეს
სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდებული ადამიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „არ უნდა ამ შეწყალებას შეფასება“.
„ამას სჭირდება უბრალოდ ფაქტის კიდევ ერთხელ მოყოლა – სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდებული ადამიანი. ეს არის და ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.