სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ბრალდების მხარე, რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს.
პროცესიის პარალელურად, სასამარლოს შენობასთან აქცია გაიმართა.