ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს. კონფერენციაზე პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმიც აჩვენეს.