ზურაბ ჟვანიას თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიენიჭა. ქართული პოლიტიკის გამორჩეულ ფიგურას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის იუბილეზე, პოლიტიკოსები, დიპლომატები, საზოგადოების წარმომადგენლები და მისი მეგობრები შეიკრიბნენ. მათ სიტყვით შალვა პაპუაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მიმართეს, რომელმაც ღონისძიებაზე კათალიკოს-პატრიარქის სიტყვა წაიკითხა.