ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავის, მისი სახელობის დარბაზის საზეიმო გახსნისა და „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“ – წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია, ევროკავშირისა და გაერო-ს ელჩები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანის ვარსკვლავისა და მისი სახელობის დარბაზის გახსნა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასა და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის თარიღს უკავშირდება.