გიორგი გახარიას გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტიდან ისმოდა გიორგი გახარიას მწვავე კრიტიკა.

ნიკა მელიას საქმის გამო გადამდგარი ყოფილი პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი ყოფილ ლიდერს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მთავრობის ყოფილი მეთაურის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მასზე გამოქვეყნებული ვრცელი განცხადება იძულების შედეგია. ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუს დროს მისი ყველაზე მწვავე კრიტიკის მთავარი ობიექტი „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იყო. სახელებისა და გვარების დასახელების გარეშე გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებიც, თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არცერთ პოსტზე მის საქმიანობაში არასდროს ჩარეულა და ვრცლად ისაუბრა, თუ რა ხდებოდა გადადგომამდე ერთი დღით ადრე, ვისთან დაკავშირებას ცდილობდა ბოლო წუთებში და რატომ არწმუნებდა რამდენიმე დღით ადრე გუნდს, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტს სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოეხსნა.

იყო არანაკლებ მწვავე პასუხები „ქართული ოცნებიდან“. გუშინდელმა ინტერვიუმ გახარიას მისამართით არაერთი კითხვა გააჩინა ოპოზიციაშიც.