გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს

გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება. „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან,“ – წერს ყოფილი პრემიერი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმით დაუბრუნდება აქტიურ საქმიანობას. აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებამდე, მან რამდენიმე მედიასაშუალების შეკითხვასაც უპასუხა. მის განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.