ზუგდიდში, მერიის ზედამხედველობის სამსახური, საკოლმეურნეო ბაზრის შ.პ.ს სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეებს აფრთხილებს, ადგილი უახლოეს პერიოდში დატოვონ.
მიუხედავად გაფრთხილებისა, გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ზუგდიდის მერია წლების განმავლობაში ცდილობდა აღნიშნული ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებას. მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართიც კი შესთავაზეს, თუმცა, გარემოვაჭრეების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.